ფუერერის ეპოქა ჩვენებურად: გრუზინულ-ქართულად…

რა ვიცით წარსულზე და როგორ იწერება მომავალი? ვინ იყოს გმირი და ვინ იყო
მოღალატე? როგორ შემოენახება, ჩემი, შენი, ვიღაცის „პორტრეტი“ მომავალ თაობას? მომავალ საუკუნეს, მომავალ ეპოქას?

სულ ცოტა ხნის წინ მე და ჩემი მეგობარი განვიხილავდით, საქართველოს რომელიღაც a5f442c227b8რეგიონში (მე მომიტევეთ გულმავიწყობა) მიტოვებულ სახლში ნაპოვნ ფოტო/სურათებს: ჩომოკონკილ კედელზე გახუნებულ ხატებთან ერთად სტალინის მომღიმარი თვალები იცქირებოდა… სტალინი ხატებთან ერთად, რატომაც არა? „გმირი“ იყო, „ჩვენი“ ხალხის „გადამრჩენელი“, ფაშისტებისგან „დამცველი“ და თუ გმირია, რატომ არ გავაღმერთოთ იგი?

უთქვამთ, თუ ღმერთი არ არსებობს, ადმიანები შექმნიდნენ მასო. ჰოდა, ამ ღმერთების შექმანასა და მოკვდავების გაღმერთებით ოდითგავე განთქმული ყოფილა ჩენი ერი. ჯერ პატარა ცხოვრება მაქვს გავლილი და ბევრი არ მინახავს.. მაგრამ პატარა ცხოვრების მანძილზეც თვალნათლივ დამინახავს ჩვენ მიერ „გაღმერთებულნი“ – ჯერ ვარდებით ხელში, მერე ცისფერი ოცნებებით და ამ ორის პარალელურად – კათოლიკოს-პატრიარქის ბრმა მორჩილებით… თითქოს გამუდმებით ვეძებთ გმირს, მესიას, ღმერთს, მხსნელს… რაც გინდათ ის ვუწოდოთ. ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგ ჯ. ჯავახიშვილის[1] სტატიას ვკითხულობდი, სადაც არაჩვეულებრივად იყო წარმოსახული მხსნელის ხატის მაძიებელი საზოგადოების თვისებები. მსხვერპლი-აგრესორი-გადამრჩენის სამკუთხედში შეყუჟულნი ვეძებთ და ვეძებთ მესიას, ღმერთს, მხსნელს…

ჩვენებურ გმირს/მესიას/ღმერთს/მხსნელს რამდენიმე მახასიათებელი უნდა ჰქონდეს: ქართველი უნდა იყოს, მართლმადიდებელი, ძლიერი, ქარიზმატული… ღმერთებთან ურთიერთობა ყოველთვის ტაბუებზე არის დამყარებული. ჰოდა, ჩვენც ჩევენ მიერ შექმნილ ღმერთთან ურთიერთობას ტაბუების მეშვეობით ვახერხებთ. ჩვენებურ მხსნელთან ერთი მნიშვნელოვანი ტაბუ არის დაკავშირებული, უკრიტიკოდ უნდა მივიღოთ ყველა მისი მოქმედება, კითხვების დასმა, ტვინის დაძაბვა არ არის საჭირო. შეწინააღმდეგებასა და საპირისპირო აზრის გამოთქმაზე ხომ ზედმეტია საუბარი…

ასე და ამგვარად.. სტალინი, სტალინი…

„გვიხსნა“ გერმანული ფაშიზმისგან, მტრისგან, ამიტომაც თავისუფლად შეგვიძლია მიავანიჭოთ მესია/ღმერთი/მხსნელის სტატუსი…

Image

ვისგან გვიცავდა? გვიცავდა „მეორე“ მხარეს მდგომი ფუერერისაგან (Fuehrer) რომელიც არანაკლები მესია/ღმერთი/მხსნელი იყო გერმანელი ერისთვის. გერმანელი სოციოლოგი ა. თილმანი[2] ჰიტლერის მისალმების ანალიზისას ხაზს უსვამს ჰიტლერის „ღვთიურ“ ხატს, რომლითაც გაშუალებული გახდა ისეთი ინტიმური პროცესიც კი, როგორიც არის მისალმება. ორი ადამიანს შორის ინტერაქცია ვერ ხერხდებოდა, თუ არა დიდი ფუერერის გავლით…

შარავანდედი ადგა ჰიტლერსაც…

მას მერე გამოხდა ხანი…

რამდენიმე წლის წინ როდესაც ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი ჩამოვიდა გერმანიიდან, საქართველოს პატრიარქის მიმართ დამოკიდებულებების „შეგძნება/დანახვის“ შემდეგ მითხრა: ჩვენ გამოვიარეთ უკვე ეს ეტაპი, ჩვენთან დამთავრდა ფუერერების ხანა…

რა მეპასუხა? ჩვენთან ჯერ არა… ფუერერები იყვნენ, არიან და რახან მსხვერპლი-აგრესორი-გადამრჩენის სამკუთხედიდან გამოსვლა არც ისე მარტივია (მით უმეტეს როცა პროცესზე რეფლექირება არ ხდება), ალბათ, უახლოეს მომავალში ისევ იქნებიან… ან ეს, ან ის ან კიდევ ვიღაც სხვა… ან ვარდებით, ან ოცნებებით, ან კიდევ ჯვარ-ხატებით ხელში.

მაგრამ, ხანდახან დგება კონკრეტული მესია/ღმერთი/მხსნელი/ფუერერის გადაფასების დრო და მომენტი. როგორი იყო სტალინის ხატი საბჭოთა პერიოდში? როგორი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ? როგორ ვხატავთ დღეს მას, 20 წლის გასვლის შემდეგ და როგორ უნდა იყოს მისი სახე მომავალში? როგორ შემორჩეს მისი სახელი ისტორიას?

თუ გუშინ, ის ჩვენი ფუერერი იყო, დღეს სააშკარაოზე გამოდის ის მხარე, რომელზეც აქამდე არავინ საუბრობდა, ბზარი უჩნდება მხსნელის ხატს და იქმნება რეალისტური ფოტო… იწერება და იწერება „ფოტოს შემქმნელი“ სტატიები, აქტიური მოქალაქეები ფუსფუსებენ… რაც ერთმნიშვნელოვნად კარგია! თუმცა, ამგვარი გადაფასება ასე მარტივად, უმტკინვეულოდ როდი მიმდინარეობს, ჯერ ისევ არიან ისინი, ვისთვისაც ქართველი ხალხი მსხვერპლია, ჰიტლერი – აგრესორი, ხოლო – სტალინი მხსნელი.

ქვევით მოყვანილი კომენტარები, რომელიც თან ახლდა ერთ-ერთ სტატიას, სადაც განხილული იყოს სტალინის „ცოდვები“, ნათლად ასახავს რადიკალური აზრების თანაარსებობას:

Presentation1

გადაფასება რთულად მიმდინარეობს… მით უმეტეს ფუერერისა, ფუერისა, რომელიც საკრალური შარავანდედით და ტაბუების მთელი რიგით არის/იყო გარშემორტყმული… ჩვენთან საქმეს ისიც ართულებს, რომ ამ კონკრეტული ფუერერს მხარს უჭერს / აძლიერებს, ამა დროის აქტუალური ფუერერი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში, ყველაზე სანდო და ავტორიტეტული ფიგურაა…

ასე და ამგვარად დღეს ჩვენი პატარა ცხოვრების თვალწინ კიდევ ერთი ისტორია იწერება… ჩვენ ვწერთ ისტორიას, და იმის მიხედვით, თუ როგორ დაიწერება იგი, აიგება მომავალიც: კიდევ ერთი ქართველური ფუერერის ამბავი დღეს (აქ და ამჟამად) უნდა მოვყვეთ ისე კოხტად, და ისე უნდა ჩავაქსოვოთ წარსულს, რომ მომავლისგან მაქსიმალურად დადებითი შედეგი მივიღოთ…

პროცესი დაწყებულია… ფუერერიზმი vs კრიტიკული აზროვნება… ნეტავ რა იქნება ხვალ?

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a comment