Category Archives: Uncategorized

ნანუკა და ნეითის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში ანუ Searching for grandpa’s house

– ბაბუაჩემის სახლი მინდა ვიპოვნო. ისე ეზო, სადაც გაიზარდა – ვეუბნები მარინას და გემრილად ვკბეჩ მის მიერვე მორთმეულ ფუნთუშას. მარინა ერთ-ერთი იმათგანია, ვინც სოფელ ლაილაშში ჩვენი გამასპინძლება გადაწყვიტა. სამნი არიან: მარინა, მისი ქმარი დათო და იმედა (ეს უკანასკნელი მცირედ შეზარხოშებული). … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

Tribute to Iamze. ანუ როცა ხელმა ამოისუნთქა

2022 წელი იწურება და მე თვითონ გამკვირვებია, აქამდე ცეკვაზე საჯაროდ რომ არაფერი დამიწერია. ჰოდა, ახლა ვწერ. ვწერ და ვფიქრობ, ნეტავ ცეკვაზეა ეს პოსტი, თუ ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ქალზე – რომელმაც ცეკვას მაზიარა და შემაყვარა? ასე გადავწყვიტე, პოსტს ერქმევა: “Tribute to … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

უბრალო პოსტი ანუ რამდენიმე გაკვეთილი თუშეთიდან ხევსურეთამდე.

გამეორება ცოდნის დედააო და აგერ უკვე მესამედ ვესტუმრე თუშეთს. პირველად ეს მხარე ჯიპში ჩაჭუჭყულმა ორ დღეში მოვირბინე. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც საოცარ ადგილს ვსტუმრობდი, და რომ მხოლოდ მანქანის შუშებიდან მისი მონახულება, დიდი საცოდაობა იყო, და რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

მსოფლიო, კოვიდ-19 და მე

ბელგია 2020-ში მსოფლიოში ახალმა კორონა ვირუსმა რომ იფეთქა, ბელგიაში ვიყავი. გამოვიყენე ჩემი უნივერსტეტის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობა და სამ თვიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბელგიის პატარა ქალაქ ლუვენ-ლა-ნოვში გავემგზავრე. როცა 26 თებერვალს საქართველოში კოვიდ19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია, ბელგიაში … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

მე ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე… ანუ რამდენიმე ეპიზოდი ხთპ-ს ცხოვრებიდან

მე ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე… შეიძლება ცოტა უფრო მეტიც… * * * წყალი ადუღდა, ვის გინდოდათ? ჩაის დალევა მინდოდა და თურმე შაქარი აღარ გვქონია! ვინმეს ჰერკულესი ხომ არ დაგრჩათ? პიურე? ტუშონკა არავის არ გინდათ, კაცო? ვინ იყო წყლის … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

ჩემი თავგადასავალი ბორჯომში. ანუ ამბავი იმისა თუ როგორ მოვიპოვეთ და შემდეგ როგორ დავკარგეთ მე და ნათიამ მარტოობა

ა.წ. 4 იანვარს, ავიკარით მე და უბილავამ გუდა-ნაბადი და თბილისის ორომტრიალს ბორჯომში გავერიდეთ. საერთოდ, როცა ძველ და ახალ ახალწლებს ძველი და ახალი დედლაინებით ეგებები ადამიანი, თბილისს გარიდება ყოველთვის კარგი იდეაა. იმიტომ რომ თბილისი ხომ „ურთიერთობაა?!“ რაც ინტროვერტი, ინდივიდუალისტი, deadline-ებს შორის … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

აეროპორტი. ვიზა ლიბერალიზაცია. აქ და ახლა.

ჩვენ მათხოვრები ვართ, ისინი კიდევ, მონები გამოდიან… *** ჩემს წინ იჯდა, შუა ხნის იყოს, შავგვრემანი, არცთუ მაღალი და ოდნავ მსხვილი აღნაგობის. სამი ჩანთა ეჭირა, დადგენილი, ერთი ჩანთის ნაცვლად. დაღლილი სახე ჰქონდა… რაღაცნაირი… ბოლო სამი თვე რომ მიგრაციის კვლევას ვატარებ, ალბათ … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

Being a Female Tourist in Jordan: A wish for a Burqa

They’re not used to tourists in Amman… I’m walking down the Rainbow Street and wish I was wearing a burqa – similarly to local women… People are actually staring here. When they see the tourists, they slow down the cars … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

ოსტერის აღდგომა ანუ რამდენიმე აზრი, სანამ ქრისტე აღსდგებოდეს

ცოტა ხნის წინ ოსტერით (https://en.wikipedia.org/wiki/Paul_Auster) მოვიწამლე… დავიწყე “მისნის ღამით” და შევყევი… მეექვსე წიგნს ვკითხულობ, მეშვიდე კიდევ რიგში დგას. კარადაში ცალკე თარო გამოვუყავი ოსტერს და… ამაზონი გავამდიდრე მისი წიგნების ყიდვა/გამოწერით. უცნაურ ხალხზე წერს ოსტერი, ისეთებზე ცხოვრების გზაზე ყველაფერს რომ კარგავენ, შემდეგ რაღაც … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment

ხმა წარსულიდან: ბარბარე ანდრონიკაშვილი

ძველ საბუთებში დიდი ბებიის წერილი ვიპოვნე… წერილი რამდენიმე ეპიზოდს ასახავს მისი ცხოვრებიდან… ცხოვრებიდან, როცა რეჟიმის ცვლილება ყველაფერს ცვლის, როცა საკუთარი გვარი და წარმომავლობა ფეხებში გებლანდება და ახალ რეალობასთან შეგუებაში გიშლის….თავადისშვილი იყო, რომელიც საბჭოთა საქართველოში ცხოვრობდა… ჩემთვის ის წარსულთან დამაკავშირებელ რგოლს … Continue reading

Posted in Uncategorized | Leave a comment